საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + ბონუსი
საქმიანობის აღწერა:
* საკურიერო მომსახურების გაწევა თბილისის მასშტაბით;
* საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
აუცილებელი მოთხოვნები:
* მართვის მოწმობა B კატეგორია;
* თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
* სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
* კოლეგიალურობა;
* პუნქტუალურობა;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "კურიერი".
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას! |