მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge - აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით): 1000 ლარიდან.

ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიაში ახალი მძღოლების მოსაზიდად შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
* მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
* მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
* საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
* მძღოლების მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დადასტურება;
* მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა.

დამატებითი მოთხოვნები:

* გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
* დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
* სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
* საოფისე პროგრამების დამაკმაყოფილებლად ცოდნა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* გამოცდილება გაყიდვებში.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


BM Capital

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო