ადგილობრივი აეროპორტების ოპერირების სამსახურის მენეჯერი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ადგილობრივი აეროპორტების ოპერირების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 5610 ლარიდან 5830 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

* შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების გამართული და ეფექტური ოპერირების უზრუნველყოფა კომპანიის სახელმძღვანელო დოკუმენტაციისა და დადგენილი წესების შესაბამისად;
* ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების ოპერირების და სამუშაო პროცესების რისკების შეფასება, და შემარბილებელი მოქმედებების რეკომენდაციების გაცემა;
* ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების ოპერირების სახელმძღვანელო და შიდა რეგულაციების, სამუშაო ფორმების, პროცედურების და ინსტრუქციების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
* ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
* ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის ოპერირების პროცესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ანალიზი, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მიღებული დასკვნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება;
* კომპანიის უსაფრთხოებისა და ხარისხის შიდა აუდიტების, აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ავიაკომპანიების და საერთაშორისო აუდიტების ნაკლოვანებების შესწავლა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
* ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების საგანგებო და ავარიული ვითარებებისათვის მზაობის უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსების იდენტიფიცირება და სათანადოდ მომზადება, აგრეთვე, შესაბამისი გეგმის და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების, დანერგვის და მათი ეფექტურობის შეფასების მიზნით პერიოდული შემოწმების უზრუნველყოფა;
* დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ყოველწლიური ამოცანების განსაზღვრა, სამუშაო გეგმის შემუშავების და მათ შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
* დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის და სამუშაო პროცესების მუდმივი მონიტორინგი, პერსონალზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, სამუშაო პროცესების სისტემური ხარვეზების აღმოფხვრა, ასევე საჭიროებების, გამოწვევების, გაუმჯობესების შესაძლებლობების, ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
* დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
* კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესებში დანერგვის უზრუნველყოფა;
* კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება საავიაციო მიმართულებით;
* საავიაციო სფეროში ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
* უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
* სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით საერთაშორისო და ეროვნული მარეგულირებელი ნორმების ცოდნა.

კონკურსის ეტაპებია:

* აპლიკაციების გადარჩევა;
* გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ ცენტრის ოპერატორი
მოდუსი
1000₾ ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

კონსულტანტი
ართთაიმი
1250₾-1550₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი ექსპედიტორი
ჩიკორი
1400₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

საველე მკვლევარი
Job Deal
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ანაზღაურება


5,610₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო