"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რეგისტრატორი

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

ადგილმდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-დან 17:30-მდე
ანაზღაურება: 1125 ლარი (gross)

ძირითადი მოვალეობები:

* პაციენტების რეგისტრაცია;
* ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
* პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
* დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
* სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
* სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
* ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
* უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "რეგისტრატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი
BET25
1000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

რეგისტრატორი
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
770₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

რეგისტრატორი
IQ კლინიკა
900₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

რეგისტრატორი
კონსილიუმ მედულა
900₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

რეგისტრატორი
ლიდერმედი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კომპანია


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ანაზღაურება


1,125₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო