ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი

ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო" დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

თანამდებობის დასახელება - ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
თანამდებობრივი სარგო: 1596 ლარი

სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკაში;
ბ) ეკონომიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

ფუნქციები:

* ატარებს ინტერვიუებს რეგულირების გავლენის შეფასებისათვის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ დაინტერესებულ მხარეებთან, აანალიზებს და აფასებს ინტერვიუების შედეგებს;
* მონაწილეობს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და მონაცემთა ბაზების შექმნაში;
* მონაწილეობს სექტორების ანალიზსა და ძირითადი ტენდენციების შეფასებაში;
* მონაწილეობს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვაში;
* მონაწილეობს რეგულირების გავლენის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის გაკეთებაში;
* მონაწილეობს ალტერნატივების შეფასება/ანალიზში რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადებისათვის;
* მონაწილეობს საერთაშორისო რეიტინგებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრის მიზნით კონსულტაციების გამართვაში შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან;
* მონაწილეობს საერთაშორისო რეიტინგებში პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირებაში;
* მონაწილეობს საერთაშორისო რეიტინგებისა და სხვადასხვა ანალიტიკურ კვლევებში საქართველოს სარეიტინგო პოზიციების შეფასებაში;
* ამზადებს სამმართველოდან/დეპარტამენტიდან გასაგზავნი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის პროექტებს;
* ასრულებს სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს და ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულო პირობაა საკონკურსო განაცხადი 2024 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით აიტვირთოს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული დასაქმების ვებგვერდის - hr.gov.ge ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/89686?active=1

კონკურსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასევე მითითებულ ბმულზე.

გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ საკონკურსო კომისია განიხილავს მხოლოდ hr.gov.ge-ზე წარდგენილ განაცხადებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შიდა მონიტორინგის სპეციალისტი
ფინბიურო
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი
ფინბიურო
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერ-ოპერატორი
ელ+
1500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ. სამინისტრო

დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო