HR და ადმინისტრაციული სპეციალისტი

ქსელური სუპერმარკეტი აცხადებს HR და ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი (ჰუალინგის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00
ანაზღაურება: 800-1200ლ
დაზღვევა: უფასო
ხელფასის დარიცხვა: თვეში ორჯერ

ძირითადი მოვალეობები:

* * შერჩევის სრული ციკლის კოორდინაცია და უზრუნველყოფა (ვაკანსიის გამოქვეყნება, რეზიუმეების გადარჩევა, ინტერვიუს დანიშვნა, ე.წ. short list-ის ფორმირება, გადაწყვეტილების მიღება და შეთავაზების გაზიარება, ონბორდინგი);
* ტალანტების მოზიდვისთვის ეფექტური არხების განსაზღვრა/გამოყენება;
* კანდიდატების სარეზერვო ბაზის შექმნა;
* პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება / დაარქივება;
* მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება…) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
* შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი ;
* საათობრივი აღრიცხვის ფორმის წარმოების კონტროლი;
* სხვადასხვა დოკუმენტაციის (ბრძანება, ცნობა, განცხადება...) მომზადება;
* HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
* თანამშრომლებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
* უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სასურველია უმაღლესი განათლება;
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) (სავალდებულოა);
* ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება.

პიროვნული თვისებები:

* დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
* ინიციატივებისა და ახალი იდეების შემუშავება/დანერგვის უნარი;
* ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
* კომუნიკაბელურობა;
* თავაზიანობა;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* დისციპლინირებულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

ადგილზე დაგხვდებათ გუნდური და მეგობრული გარემო.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია შემდეგ მეილზე [email protected]. დანიშნულებაში მიუთითეთ "HR და ადმინისტრაციული სპეციალისტი" ან დაგვიკავშირდეთ მობილურზე სამუშაო საათებში - 09:00-18:00 სთ-მდე: 557 666 428

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დედლაინი
15 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო