პრომოუტერი

შპს "პრაქტიკა" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე, თბილისში.

შპს "პრაქტიკა" გახლავთ ევროპული, კერძოდ ბერძნული, ესპანური და იტალიური სარემონტო მასალების კომპანია, რომელიც 7 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს პრემიუმ ხარისხის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: "ვეხრო", "მონტო", "ნეოტექსტი" და ა.შ. კომპანიის მთავარი მიმართულებებია საღებავები, სილიკონები და ჰიდროსაიზოლაციო პროდუქცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

* ანაზღაურების ქვედა ზღვარია 1000 ლარი, სტაჟირების გავლის შემდგომ
* სტაჟირების პერიოდის (2 თვე) ანაზღაურება-700, შემდეგ-800 ლარი
* ბონუსი-ყოველთვიური რეალიზაციის %

პრომოუტერის ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობები:

* მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლების თაობაზე
* სავაჭრო დარბაზში კომპანიის პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა
* პროდუქციაზე საფასე ნიშნების განთავსებისა და სისწორის უზრუნველყოფა
* რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვა და გაცემა მომხმარებელზე
* პროდუქციის ინვენტარიზაციის განხორციელება, საჭირო პერიოდულობით
* ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* აუცილებელია გამოცდილება სფეროში, სამშენებლო მასალების პრომოუტერის პოზიციაზე, უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას საღებავების მიმართულებით
* სასურველია მართვის მოწმობის "ბე" კატეგორიის ფლობა
* სასურველია უცხო ენების ფლობა (ინგლისური ან რუსული ენა)

პერსონალური უნარები:

* ეფექტური კომუნიკაციის უნარი
* ემოციების მართვის უნარი
* თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა
* თანამშრომლის სარგებლის სისტემა
* ჯანმრთელობის დაზღვევა
* ულიმიტო სასაუბრო დრო
* სწავლება-ტრენინგები
* კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

უკუკავშირს მიიღებს ყველა დაინტერესებული კანდიდატი!

შპს "პრაქტიკას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პრაქტიკა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "პრაქტიკას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გრაფიკული დიზაინერი
პრომოუტერი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრომოუტერი
ბი-ემ-ესი
550401000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

პრომოუტერი
IEK Group
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრომოუტერი
ეაკონი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრომოუტერი
ნუოვო
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


პრაქტიკა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო