ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი

"საქართველოს ამბები" https://georgiannews.ge/ თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმნის პოზიციაზე.

ანაზღაურება 2500 ლარი (გადასახადების ჩათვლით). დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

* საქართველოს ამბების ინგლისურენოვანი გამოცემებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე;
* ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
* სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება ინგლისურ ენაზე.

მოთხოვნები:

* ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი).
* უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
* მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
* საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: [email protected] სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 სექტემბერი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინ გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" შემადგენლობაშია მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი "მთის ამბები".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


საქართველოს ამბები

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო