შესყიდვების სპეციალისტი

შპს "ყვარლის ბაგა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71.

სამუშაოს აღწერილობა:

* მარაგების ყოველდღიური აღრიცხვის კონტროლი და შედარება საფინანსო დეპარტამენტთან
* მომწოდებლების მოძიება და შესყიდვების განხორციელება
* მოლაპარაკებები მომწოდებლებთან
* ხელშეკრულებების გაფორმება
* ბაზრის კვლევა და ინფორმაციის რეგულარული განახლება
* ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება ყვარელში.
* საბაჟო ფორმალობების წარმოება ადგილზეც და დისტანციურად
* სხვა

მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (მიმდინარე) ბიზნეს ადმინისტრირების, შესყიდვების ან სხვა მსგავს მიმართულებებში
* ოფის პროგრამების ცოდნა
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
* სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით

შერჩეული კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს შემდეგი უნარებით:

ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა, დეტალებზე კონცენტრაცია, სტრესულ გარემოში მუშაობა, გუნდური მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ: [email protected]; Natia Gargulia [email protected] არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.

მადლობა დაინტერესებისთვის!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ყვარლის ბაგა

დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო