შპს "ყვარლის ბაგა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71.
სამუშაოს აღწერილობა:
* მარაგების ყოველდღიური აღრიცხვის კონტროლი და შედარება საფინანსო დეპარტამენტთან
* მომწოდებლების მოძიება და შესყიდვების განხორციელება
* მოლაპარაკებები მომწოდებლებთან
* ხელშეკრულებების გაფორმება
* ბაზრის კვლევა და ინფორმაციის რეგულარული განახლება
* ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება ყვარელში.
* საბაჟო ფორმალობების წარმოება ადგილზეც და დისტანციურად
* სხვა
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (მიმდინარე) ბიზნეს ადმინისტრირების, შესყიდვების ან სხვა მსგავს მიმართულებებში
* ოფის პროგრამების ცოდნა
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
* სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით
შერჩეული კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს შემდეგი უნარებით:
ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა, დეტალებზე კონცენტრაცია, სტრესულ გარემოში მუშაობა, გუნდური მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ: [email protected]; Natia Gargulia [email protected] არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
მადლობა დაინტერესებისთვის! |