გაყიდვების მენეჯერი

შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ.

"ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მოტო-ტექნიკის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

* შოუ რუმში მოსული ვიზიტორებისათვის ტექნიკის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება და გაყიდვების უზრუნველყოფა.
* გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად სოც. მედიასა და ელექტრონულ პლატფორმებზე სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.
* საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისათვის ინვოისების მომზადება, მათ შორის საბანკო განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
* გაყიდულ პროდუქციაზე საგარანტიო ხელშეკრულებების მომზადება და გარანტიაზე მყოფი პროდუქციის აღრიცხვის წარმოება.
* შესაბამისი რეპორტების წარმოება.
* კორპორატიული მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია.
* ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

* სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

კომპეტენცია და უნარები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* დეტალებზე ორიენტირებულობა
* ორგანიზებულობა
* პუნქტუალურობა
* შედეგებზე ორიენტირებულობა
* კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
* გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

* ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + კონკურენტული საბონუსე სისტემა;
* სამუშაო გრაფიკი: სრული;
* კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
დრიმლენდ ოაზისი
ქობულეთი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ნიქსი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ელიტ მოტორსი
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ედვინგსი
5000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

გაყიდვების მენეჯერი
ტრეიდ ფაქტორი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კომპანია


ბაიკლენდი

დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო