საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომელი

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

* კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
* გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.
* დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
* მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
* გაყიდვების სრულად ორგანიზება
* მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

* მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში)
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

* პუნქტუალურობა
* ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* ორგანიზებულობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* სწრაფად ათვისების უნარი;
* ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
* დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები:

* ანაზღაურება: 1500-1700 ფიქსირებული, ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (400-1000 ლარი)
* სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
* დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.

დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.

დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონსულტანტი
ტუმბო
1200₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

პრისელერი
ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
1500₾-550₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი-დისტრიბუტორი
Four Seas Trading
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

საცალო გაყიდვების სპეციალისტი
ქებული კლიმატი
800₾-1000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კომპანია


სხივი+

ანაზღაურება


1,500₾ -1,700,400₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო