ავეჯის ამწყობ-მემონტაჟე

თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree ავეჯის ამწყობ-მემონტაჟეს ვეძებთ.

ჩვენი მოთხოვნები ასეთია:
  • სასურველია თუ გექნება 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გქონდეს ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია.

შენს მოვალოებებში შევა:
  • ავეჯის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე;
  • დამზადებული ავეჯის დამკვეთის მისამართზე აწყობა-მონტაჟი;
  • მონტაჟის ნაწილში დამკვეთთან კომუნიკაცია და მისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;

ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები:
  • ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
  • გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი ძლიერი მხარეები იქნება.
  • გექნება მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;

ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული გუნდი;
  • სტაბილური ანაზღაურება;
  • პროფესიონალური დამოკიდებულება;
  • საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა.

ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, საშუალოდ 2700-დან 2900 ლარამდე.

თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: +995 595 075 003; +995 574 07 00 11 ; +995 592 15 19 19

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მზა ავეჯის ამწყობი
DG ჰოლდინგი
1700₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ხელოსანი
პატიო არტ
1200₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

ავეჯის მემონტაჟე
კომპანია
70₾-100₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ავეჯის ხელოსანი
ჯეოსტილი
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

ავეჯის ხელოსანი
პატიო არტ
1200₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Litten Tree

ანაზღაურება


2,700₾ -2,900₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო