ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

ავეჯის ქართული საწარმო Litten Tree, შემდგომი ხანგრძლივი თანამშრომლობის მიზნით, აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.
  • ავეჯის ხელოსანი;
  • ვერტიკალური ხერხის ოპერატორი
  • ავეჯის მასალის მღებავი;
  • ავეჯის მემონტაჟე;

სტაჟირების პერიოდში შერჩეული აპლიკანტები ადგილზე შეისწავლიან:
  • ავეჯის მასალებისა და დამხმარე მექანიზმების კლასიფიკაციებს;
  • ნახაზებისა და რენდერების წაკითხვას;
  • თანამედროვე, მოდერნიზებულ მანქანა-დანადგარებთან მუშაობას;
  • კომუნიკაციის პრინციპებს;
  • პროფესიონალ თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან სრულ საწარმოო პროცესში;

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - ხუთი.
სტაჟირების პერიოდი - 2 თვე.
სტაჟირების პერიოდში ყოველთვიური ანაზღაურება, თითოეულ პოზიციაზე - 1000 ლარი.

აპლიკანტებისთვის აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ მოითხოვება!

სტაჟირების პროგრამაში მოსახვედრად აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • სიახლეების მიმართ დიდი ინტერესი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტაბილურად დასაქმების სურვილი;
  • უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებასა და ახალი პროფესიის ათვისებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში აპლიკანტებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ „სტაჟირება და პროგრამის დასახელება, რომლითაც ხართ დაინტერესებული“ ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: +995 595 075 003; +995 574 07 00 11; +995 592 15 19 19


ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Litten Tree

დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო