რესტორანი "შავი პომიდორი სამზარეულო" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
შავი პომიდორი სამზარეულო წარმოადგენს რესტორანს, რომლის მენიუ, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შედგენილია ქართულ-ებრაული თანაცხოვრების მოტივებზე და წარმოადგენს ქართული და ებრაული კულინარიული ტრადიციების ნაზავს.
რესტორნის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/blacktomatokitchen
Instagram გვერდი: https://www.instagram.com/blacktomatokitchen/
მოვალეობები:
* მენიუში არსებული კერძების და სასმელების სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზება.
* მაგიდების მუდმივი მოწესრიგება სტუმრების მისაღებად.
* სტუმრების გამასპინძლება, მათთან თავაზიანი და მეგობრული კომუნიკაციის დამყარება.
* შეკვეთების მიღება, სამზარეულოს ინფორმირება და მიტანა.
* რესტორნის სივრცის სისუფთავის კონტროლი.
მოთხოვნები:
* სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
* აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
* კეთილგანწყობილად და მეგობრულად კომუნიკაციის უნარი.
* დეტალებზე ორიენტირებულობა.
პირობები:
* სამუშაო საათები: 14:00-დან 23:00-მდე.
* ანაზღაურება: თითოეულ ცვლაში 30 ლ და დამატებით, სტუმრებისგან მიღებული თიფსები.
* ადგილმდებარეობა: ქუთაისი, იაკობ გოგებაშვილის ქ. 24.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ნომერზე: მოგვწერეთ მეილზე: [email protected], ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/blacktomatokitchen.
გისურვებთ წარმატებებს! |