ტრენინგების კოორდინატორი

"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების კოორდინატორის პოზიციაზე ბათუმში.

დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
შრომის ანაზღაურების ოდენობა: 600 ლარი + ბონუსები
ადგილმდებარეობა: ბათუმი

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

* ასოციაციის მასშტაბით ტრენინგებისა და განვითარების გეგმის შედგენა ტრენინგების ორგანიზება;
* პროცესში და პროცესში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია/მონიტორინგი (ცხრილების შედგენა, მსმენელებთან ინფორმაციის მიწოდება, სასწავლო მასალის მიწოდება, დამხმარე მასალების უზრუნველყოფა და გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა);
* რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეულად;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

* გამოცდილება: მინიმალური;
* განათლება: უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება);
* ინგლისური ენის ცოდნა B2;
* მაღალ დონეზე საოფისე პროგრამების ცოდნა (MS PowerPoint, Excel, Word, Outlook);

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

* ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
* საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
* ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
* საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
* გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ინიციატივის გამოჩენის უნარი;
* ანგარიშვალდებულება;
* კრეატიული პრობლემის გადაჭრა;
* ინკლუზიური თანამშრომლობა;
* დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა;
* სამაგალითო ლიდერობა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ

Oshe Georgia-ში დაგვხვდება:

* პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და გუნდური სოლიდარობა;
* პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
* კარიერული ზრდის პერსპექტივები და შიდა დაწინაურების შესაძლებლობები;
* მეგობრულ და თანადგომის მქონე გუნდს, სადაც პროფესიული ზრდა და განვითარება არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ ყოველდღიური პრაქტიკა;
* უნიკალური შესაძლებლობა იმუშაოთ საერთაშორისო სერტიფიცირებულ სპეციალისტებთან;

თუ ეძებთ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, გთავაზობთ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, მაშინ ეს პოზიცია სწორედ თქვენთვისაა!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (თუ სათაურის ველში არ გექნებათ მითითებული პოზიციის დასახელება, აპლიკაცია არ განიხილება).

Upon request: დამატებით რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნეთ ერთი სარეკომენდაციო წერილი; ასევე რეზიუმეში მიუთითეთ 2 რეკომენდატორი საკონტაქტო მონაცემებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შერჩევა მოხდება 2 ეტაპად, გასაუბრება და ტესტირება

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტის მენეჯერი
ჯსთ მარკეტი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

გაყიდვების კონსულტანტი
ზუმერი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კონსულტანტი
ზუმერი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კონსულტანტი
ზუმერი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

HR მენეჯერი
STREAM
თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


OSHE Georgia

დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო