მიმტანი, მზარეულის დამხმარე

ქუთაისში მდებარე სასტუმრო "ბესტ ვესტერნ"-ი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის და მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5/2)
სამუშაო პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას

1. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

* სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის სტანდარტების გათვალისწინებით;
* რესტორნის მომზადება სტუმრების მისაღებად;
* მენიუში არსებული კერძების პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
* შეკვეთის მიღება, პროგრამაში ასახვა და დროული მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

* ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
* სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.

საჭირო უნარები:

* კომუნიკაციის და მომსახურების უნარი (თავაზიანობა და ყურადღება);
* გუნდური მუშაობის უნარი;
* დისციპლინისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები

2. მზარეულის დამხმარე

ანაზღაურება: 900 ლარი
სამუშაო პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას

ძირითადი მოვალეობები:

* პროდუქტის სტანდარტების მიხედვით მომზადება;
* პროდუქტის შენახვა/დასაწყობება სტანდარტების მიხედვით;
* პროდუქტის ვადებისა და შენახვის წესების დაცვა;
* ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

* საკმარისია მინიმალური გამოცდილება;
* სწრაფად რეაგირების უნარი;
* ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "ბესთ უესთერნ ქუთაისის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

შენიშვნა: ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები, დამსაქმებლის მიერ შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით 6თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმტანი
ღვინის ბარი და მაღაზია 1888
1200₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

მიმტანი
ბი თი ეი ჯორჯია
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

მიმტანი
სასტუმრო თეორია
900₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მიმტანი
illy Caffè
5₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მიმტანი, ბარისტა
კროკობეთი
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Best Western Kutaisi

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო