ექიმი-გინეკოლოგი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას
ექიმი-გინეკოლოგის პოზიციაზე.

ჩვენი პირობები:

* ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
* სამუშაო განრიგი: კვირაში 3-4 დღე
* სამუშაო საათები: 10:00-17:00

ძირითადი მოვალეობები:

* მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის
* გინეკოლოგიური კვლევების განხორციელება (მათ შორის: პაპ ტესტისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისათვის საკვლევი მასალის აღება - ნაცხი)
* პაციენტებისთვის სათანადო რეკომენდაციების, დანიშნულებისა და მკურნალობის მიცემა არსებული სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
* სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესით

მნიშვნელობანი თვისებები და უნარები:

* სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
* სასურველია უცხო ენების ცოდნა
* პროფესიული განვითარებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა

კვალიფიკაცია: 

* სახელმწიფო სერტიფიკატი მეან-გინეკოლოგიაში
* სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected].

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში შესაბამისი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ექიმი ექოსკოპისტის თანაშემწე
ენმედიცი
500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ექიმი
კომპანია
500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

უმცროსი ექიმი
გერმანული ჰოსპიტალი
16₾-80₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ბუღალტერი
თანასწორობის მოძრაობა
100207799₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


სამედიცინო ლაბორატორია სინევო

დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო