გეგმიური ქირურგიული სტაციონარის ექთანი

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გეგმიური ქირურგიული სტაციონარის ექთანი.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
განყოფილება: გეგმიური ქირურგიული სტაციონარის განყოფილება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
* შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
* ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
* პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გეგმიური ქირურგიული სტაციონარის ექთანი" ან დაგვიკავშირდით მითითებულ მობილურის ნომერზე 557578343

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
KoCos
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ტექნიკოსი
გარდი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
1100₾ თბილისი
დედლაინი: 2 საათში

კომპანია


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო