სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი ექთნანი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

* საუკეთესო მომსახურება
* კვალიფიციური ექიმები
* უახლესი ტექნოლოგიები
* მუდმივი განვითარება
* პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი ექთნის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: 1300 ლარი;
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-19:00 საათამდე;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

* ექიმის ასისტირება;
* სტომატოლოგიურ განყოფილებაში კაბინეტების სისუფთავის შემოწმება;
* კაბინეტების მასალებით და ინსტრუმენტებით მომარაგება;
* შეკვეთების გაკეთება, ნაშთების დათვლა კაბინეტებში და საჭირო მასალის შეკვეთა;
* სტომატოლოგიური ბორმანქანის და დანადგარების ცოდნა;
* აპარატის ან სხვა ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
* მედდების სამუშაო გრაფიკების შედგენა და განაწილება;
* სახელფასო ტაბელის წარმოება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

* დისციპლინირებულობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

* სამედიცინო განათლება;
* მედდის დიპლომი;
* სამუშაო გამოცდილება ექიმი სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე;

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* საჩუქრები დაბადების დღეზე;
* მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
* სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 5 ოქტომბრამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


კლინიკა მედი

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო