ვაკანსია საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მიმართულებით .
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მიმართულებით.
რატომ დასაქმება "ბაუში"?
* ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
* ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
* ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.
ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
* გამოცდების ჩატარების წესის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;
* სასწავლო პროცესის მენეჯერთან ერთად, საგამოცდო ცხრილის შედგენა; შაულედური/ბლოკის, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
* აკადემიური პერსონალის გადამზადება ელექტრონული მართვის სისტემის (KEYPS) საგამოცდო ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით;
* სასწავლო კურსების პედაგოგებისგან საგამოცდო საკითხების ნიმუშების, ტესტებისა და ბილეთების გამოთხოვა;
* გამოთხოვილი საგამოცდო მასალის დამუშავება და ელექტრონული მართვის სისტემისათვის შესაბამის ფორმატში მოყვანა;
* შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით, საგამოცდო მასალის ბეჭდვითი მასალის მომზადება;
* გამოცდის დაწყებამდე, სტუდენტებისათვის საგამოცდო პირობებისა და ქცევის წესების გაცნობა;
* საგამოცდო პროცესზე დაკვირვება;
* შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებების განხილვა და მასზე რეაგირება;
* სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
* უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/სტომატოლოგია/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
* სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
* ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
* კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
განცხადებების მიღების საბოლო ვადაა 25 სექტემბერი. |