ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: უმცროსი ექიმი (კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში).
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი სამედიცინო განათლება;
* სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტობა;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
* გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
* ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
* კომუნიკაბელურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (უმცროსი ექიმი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. |