"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო
სტაჟირების ვადა: 3 თვე (სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი მოვალეობები:
* ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
* სასამართლო წარმომადგენლობა მენტორ ადვოკატთან ერთად;
* კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
* სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
* სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
* რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. |