ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო
სტაჟირების ვადა: 3 თვე (სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმების პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები:

* ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
* სასამართლო წარმომადგენლობა მენტორ ადვოკატთან ერთად;
* კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
* სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

* სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
* რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ანაზღაურებადი სტაჟირება - საფორთი
Bitnet
600₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია

ანაზღაურება


30₾ -40,500₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო