მთავარი იურისტი

სამშენებლო კომპანია "ჯეოინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

* კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
* კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, განცხადებები, წერილები და სხვა) წარმოება.
* კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
* მესამე პირებთან კომპანიის წარმომადგენლობა, ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
* სამართლებრივი დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
* საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
* ერთიან ელექტრონულ სისტემაში https://spa.ge მუშაობის გამოცდილება;
* სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
* მიმდინარე ტენდერების კონტროლი;
* ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

* უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
* სამუშაო გამოცდილება:იურიდიულ სფეროში მუშობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
* სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
* საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Word, Excel)

პიროვნული მახასიათებლები:

* მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება;
* სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი;
* მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
* გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
* პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

* სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება;
* ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან);
* ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
* ანაზღაურება 2000-დან ზემოთ, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: [email protected] ტელ: 598282677

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტერი
ალგი აუდიტი
3000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
სპექტრი
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მთავარი ბუღალტერი
გოა კრედიტი
თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

მთავარი ბუღალტერი
Nexia Georgia
3500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ჯეო ინვესტი

დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო