იურისტი

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი
ანაზღაურება: 1800-2000₾ (Net) კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
* იურიდიულ სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით);
* საერთაშორისო გადაზიდვების მარეგულირებელი კონვენციების ცოდნა;
* საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
* ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმისწარმოების გამოცდილება;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
* ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

* იურიდიული შინაარსის წერილობითი კორესპონდენციის მომზადება;
* ხელშეკრულებების მომზადება;
* კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა;
* კომპანიის უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;
* კომპანიის სახელით იურიდიული შინაარსის მოლაპარაკებების წარმოება სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
* კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში;
* წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
* წარმომადგენლობა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში;
* კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

* სამედიცინო დაზღვევა;
* Fitpass;
* კორპორატიული ნომერი;
* ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
* თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "იურისტი".

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

იურისტი
კონტაქტჰოუმი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

იურისტი
რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

იურისტი
Index | Wealth Management
2000₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

იურისტი
PEACE CASINO
თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

იურისტი
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
15002000₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Gold Way Group

დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო