ანაზღაურებადი სტაჟირება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

შპს "გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქ. 125ა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ. (სტუდენტის გრაფიკთან შეთავსებით)
ანაზღაურება: 400 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი იურიდიული განათლება. შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
* საქართველოს სამოქალაქო/ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
* კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება;
* სამართალშემოქმედებითი კვლევითი საქმიანობის წარმართვის უნარი და გამოცდილება;
* ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

* კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
* გუნდური მუშაობის გამოცდილება.
* საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
* სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
* ანალიტიკურად აზროვნება;
* ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისი

ანაზღაურება


400₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო