პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა" აცხადებს კონკურსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვაკანსიაზე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, 2024 წლის 30 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ ქართულენოვანი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. "Subject"-ის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა
ტელ: 2 200 220 (5046) | ვებ-გვერდი: http://www.emis.ge

ვაკანსიის დეტალები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: კანდიდატი უნდა ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს - სამართალში.

* სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი რომელიმე ტრენინგ-პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:

* კანდიდატი უნდა ფლობდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას.
* კანდიდატი უნდა ფლობდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას და აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა მონაცემთა დაცვის სფეროში;
* სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა - მეტყველება-B2, წერა B2.

საოფისე პროგრამების ცოდნა: სავალდებულოა კანდიდატი ძალიან კარგად ფლობდეს Ms. Office-სს.

პროფესიული და პიროვნული თვისებები:

კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, უნდა ფლობდეს დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარს, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს, ეფექტური კომუნიკაციის უნარს, დროის მართვის უნარს. უნდა გააჩნდეს ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უნარი, ცვლილებებზე ადვილად ადაპტირების უნარი, ასევე ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

* სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 (ერთ საათიანი შესვენების დროის გათვალისწინებით.
* სამუშაო ადგილი: თბილისი
* სამუშაო განაკვეთი: სრული
* კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის შესარჩევ კონკურსს, სამსახურში მიიღება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
* შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 3000 ლარის (დარიცხული) ფარგლებში და დამოკიდებული იქნება კანდიდატის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

სამუშაო აღწერილობა:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოვალეობები იქნება უზრუნველყოს:

1. მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
2. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავება, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
3. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია/მონიტორინგი;
5. მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
6. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
3. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
4. "მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 თებერვლის №21 ბრძანება;
5. "ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 თებერვლის №19 ბრძანება;
6. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N229/ნ ბრძანება.
7. "პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის N11/ნ ბრძანება;
8. "ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის N08/ნ ბრძანება;
9. "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანება.

შენიშვნა:

* კანდიდატმა განაცხადის გაკეთებისას აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
* ქართულ ენოვანი CV;
* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
* პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
* პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გრითერი/ოპერატორი
გრინვეი საქართველო
700₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ქოლცენტრის ოპერატორი
პედიატრი
თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კონსულტანტი
ჯეოვოის ტრეიდინგი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო