უმცროსი იურისტი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

* პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
* კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
* პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
* ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

* სადაზღვევო, მომსახურების და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადება/ვიზირება;
* კომპანიის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურებაზე გაცემაზე უარის გაცხადების დოკუმენტაციის მომზადება/ვიზირება;
* მომხმარებელთა საპრეტენზიო განაცხადებზე კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება;
* სარჩელების (მათ შორის დებიტორული/რეგრესული მოთხოვნის თაობაზე) მომზადება და კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და არბიტრაჟში;
* სადაზღვევო კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (წერილები განცხადებები და სხვა) წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი იურიდიული განათლება;
* იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* სასამართლოში წარმომადგენლობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* ინგლისური ენის ცოდნა;
* ადვოკატის ლიცენზია ჩაითვლება უპირატესობად.
* სადაზღვვეო კომპანიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

* ანალიტიკური აზროვნება;
* კარგი კომუნიკაციის უნარი;
* მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
* ორგანიზებული;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ბუღალტერი
ბენეფიკა
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
კრაფტ ფუდი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უმცროსი ექიმი
გერმანული ჰოსპიტალი
16₾-80₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

უმცროსი ტექნიკოსი
All Service Group
თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


იმედი L

დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო