ტესტერის/QA ინჟინერი - სტაჟიორი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტესტერის/QA ინჟინრის სტაჟირების პოზიციაზე.

ვაკანსია განკუთვნილია დამწყებთათვის, პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც დაგროვილი აქვთ გარკვეული ცოდნა და სურთ შეიძინონ პრაქტიკული უნარები. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ვებ-პროექტების განვითარების პროცესში და იმუშაონ გამოცდილ ჯგუფთან ერთად.

სტაჟირების პროგრამა მოიცავს:

* პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე კრიტიკული ტესტ ქეისების/ჩექლისთების შექმნას;
* ავტომატური და მანუალური ტესტ ქეისების შექმნას, მონიტორინგსა და განვითარება;
* ტესტირების პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვას, ხარვეზების აღმოჩენასა და შესაბამის პლატფორმაზე მათი დეტალურად აღწერას ბაგ რეპორტების სახით;
* გასწორებული ხარვეზების მონიტორინგსა და შედეგების რეპორტინგს;
* პროექტის მიმდინარეობისას შეცვლილი მოთხოვნების მიხედვით ძირითადი მოთხოვნების რეტესტირებას;

ძირითადი მოთხოვნები:

* ტესტირების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების ცოდნას;
* ტესტ ქეისების წერის გამოცდილება;
* აუცილებელია პროგრამულ ენა Java_სთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
* ინსტრუმენტები: Selenium, TestNG, Maven
* Devtools-ის გამოყენება (HTML, CSS საბაზისო დონეზე ცოდნა, კონსოლის გამოყენება);
* Scrum გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და ჩართულობა;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

* PostgreSQL, DbVisualizer, Allure Reports, Cucumber, Selenide ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
* Xpath_ებთან მუშაობის გამოცდილება.
* Page Object Model pattern (POM)_თან მუშაობის გამოცდილება.
* ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:

* სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
* ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 800 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ტესტერი / QA ინჟინრის სტაჟიორი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სვის კაპიტალი

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო