სატელეფონო IT მხარდაჭერის სპეციალისტი

კომპანია "BMS Applications" 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა კომპანიებს სთავაზობს IT აუთსორსინგ სერვისებს.

პოზიცია: სატელეფონო IT მხარდაჭერის სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

* სატელეფონო ზარების მიღება.
* კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის სისტემური და პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
* კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების დადგენა და დისტანციურად პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება; საჭიროების შემთხვევაში ინციდენტების გადამისამართება.
* მომხმარებელთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;

აუცილებელი პროფესიული ცოდნა:

* ოპერაციული სისტემების (windows 7/10) ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
* MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
* პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
* დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
* კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

* გუნდური მუშაობის უნარი;
* გადაწყვეტილების მიღების უნარი;
* პრობლემების ანალიზის უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო პირობები:

* არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას;
* ანაზღაურება: 1200-1500 ლარი, გამოცდილების მიხედვით;
* ადგილმდებარეობა - თბილისი. ქიზიყის ქუჩა #13

ბენეფიტები:

* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* კორპორაციული ნომერი ულიმიტო ტარიფით;
* ტრანსპორტირება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
LOT.GE
500₾-1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
Indigo Cars
800₾ თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


BMS Applications

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო