დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი

შპს "GFC Consulting" 2012 წლიდან წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურების და საკონსულტაციო ფირმას, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 50 მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) ორგანიზაციებს.

კომპანია ორიენტირებულია კადრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, რაც აისახება ჩვენი მომსახურების ხარისხსა და სანდოობაზე.

შპს "GFC Consulting" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე სხვადასხვა დარგში მომუშავე კომპანიების აღრიცხვისათვის.

ანაზღაურება: 800-1000 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად. ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში (ორშაბათი-პარასკევი) 5 დღე 10 სთ -დან 18 სთ-მდე, არადისტანციურად.

ძირითადი მოვალეობები:

* პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და კონტროლი, (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები);
* სარესტორნო/სასტუმრო მართვის პროგრამაში (არა საბუღალტრო პროგრამაში) ოპერაციების გატარება;
* საგადასახადო დეკლარაციების მომზადება მთავარი ბუღალტრის ზედამხედველობით;
* საწარმოო ოპერაციების აღრიცხვა (კალკულაციების კონტროლი და მარაგების ჩამოწერა);
* დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
* ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება (სალარო, ტერმინალი);
* ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა, კორექტირება;
* ბანკის ამონაწერის გატარება;
* პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა;
* მთავარი ბუღალტრის და სხვა ზემდგომი პირის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
* სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
* საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
* საბუღალტრო პროგრამა ORIS 7/ (FINA)-ში მუშაობის გამოცდილება;
* ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
* სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* სწრაფად ათვისების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი (CV) რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი"

შენიშვნა: ფოტოსურათის და პირადი მონაცემების გარეშე რეზიუმე არ განიხილება

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტრის დამხმარე
მისტერ მასტერი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

დამხმარე ბუღალტერი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

დამხმარე ბუღალტერი
სხივი+
1400₾-1600₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი, ბუღალტრის დამხმარე
საბუდარა
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

დამხმარე
კომპანია
1200₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

დამხმარე ტექნიკოსი
არომაკო
600₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


GFC Consulting

ანაზღაურება


800₾ -1,000₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო