სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე
ძირითადი მოთხოვნები:
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
* ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* პროგრამა 1C მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უნარები:
* კომუნიკაბელურობა;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას! |