"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.
მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge - აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით): 1000 ლარიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
* კომპანიაში ახალი მძღოლების მოსაზიდად შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
* მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
* მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
* საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
* მძღოლების მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დადასტურება;
* მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა.
დამატებითი მოთხოვნები:
* გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
* დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
* სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
* საოფისე პროგრამების დამაკმაყოფილებლად ცოდნა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* გამოცდილება გაყიდვებში.
შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას. |