AUX-ის ბრენდ მენეჯერი

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანია "თერმო ცენტრის" მსხვილ საბაზრო პორტფელს ექსკლუზიური უფლებით შემოუერთდა კომერციული კონდიცირების ბრენდი AUX, რომელიც შედის TOP 10 მწარმოებელ ქარხნების სიაში მსოფლიოს ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას AUX-ის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის #145
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: 3000 ლარი
დამატებითი ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტნეს ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაცია;
* პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა;
* HVAC-ის (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების) სისტემების ცოდნა;
* ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
* პროდუქტების შესახებ ტექნიკური ინფორმაციის მომზადება და თანამშრომლების გადატრენინგება;
* პროდუქტების ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი, საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება;
* პროდუქტების გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა, მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა;
* ახალი კლიენტების (მათ შორის კორპორატიული კლიენტების) მოძიება-მოზიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
* აღნიშნულ სფეროში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მაღალ დონეზე ცოდნა
* სამონტაჟო დანადგარების და მასალების ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა
* საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
* აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

* ორგანიზებულობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
* კომუნიკაბელურობა;
* განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "AUX-ის ბრენდ მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
თერმო ცენტრი
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე
თერმო ცენტრი
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
თერმო ცენტრი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


თერმო ცენტრი

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო