კომპანია "დელტა ქონექთი", აერთიანებს 10-მდე კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. კომპანია ფლობს მაღაზიათა ქსელს საქართველოს მასშტაბით და ასევე მომხმარებლებს უწევს ონლაინ მომსახურებას ოპერატორების მეშვეობით. (Tactical.ge, Racia.ge, Myvelo.ge, Forkids.ge, Rentmania.ge).
"დელტა ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
* ქართულად გამართული მეტყველების უნარი
* თავაზიანობა, კარგი კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
* გაყიდვებში ან/და მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება
მოვალეობები:
* სამუშაო პროცესის ორგანიზება/ მაღაზიის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
* მომხმარებელთა მომსახურება;
* სასაქონლო ნაშთების და სალაროს კონტროლი;
პირობები:
* 5 სამუშაო დღე კვირაში;
* დღეში 8 სამუშაო საათი;
* ანაზღაურება 1785.7 ლარი. (მითითებული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს, პირველი თვის ანაზღაურება შეადგენს 1200 ლარს))
* მოქმედებს ბონუს სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ქართულ ენაზე ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი". |