"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბადიას ქ. 33
გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 800 ლარი;
ძირითადი ფუნქციები:
* სამედიცინო დანიშნულების საგნების, ქირურგიული ინსტრუმენტების და იარაღების გადაადგილება კლინიკის შიდა სივრცეში;
* მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გადაადგილება სააფთიაქო საწყობიდან განყოფილებებში;
* პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
* გადაადგილებების უზრუნველყოფა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის და გრაფიკის მიხედვით და ასევე განყოფილებების საჭიროებებიდან გამომდინარე;
* უსაფრთხო გადაადგილების წესების ზედმიწევნით ფლობა და შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები:
* შრომისმოყვარეობა;
* პასუხისმგებლობა;
* ოპერატიულობა;
* გუნდურობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შიდა კურიერი".
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. |