კურიერი

DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს"ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო პირობები:

* განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00);
* ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.

ძირითადი მოვალეობები:

* საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
* ჩამოსული ამანათების დახარისხება;
* მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
* ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
* ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
* კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
•* გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
* სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
* მართვის მოწმობა - Bკატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
* სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
* სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
* სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

* პუნქტუალური;
* პასუხისმგებლობიანი;
* სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
* სიახლის ათვისების უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 15 სექტემბერი ჩათვლით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერი
Org Micw
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კურიერი
დელივერერსი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კურიერი
იზივეი
45₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კურიერი
საქართველოს ფოსტა
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კურიერი
მოტოკურიერი
100000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კურიერი
Inex Group
1200₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


DHL

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო