საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.თბილისში ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
* ფიქსირებული შემოსავალი 750 ლარი.
* ბონუსური სისტემა
* ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფა
* ჯანმრთელობის დაზღვევა
* FitPass.
მოთხოვნები:
* სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
* თბილისის უბნების კარგად ცოდნა
პიროვნული თვისებები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* პუნქტუალურობა
* შრომისმოყვარეობა
* ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
* კომუნიკაბელურობა
* გუნდურობა
* პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მერჩენდაიზერის მოვალეობები:
* მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი,
* აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა
* მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
* უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიისდა სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე
* უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე
* ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება.
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
* მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
* მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
* მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
* მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
* წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
* მონაცემთა გადატანის უფლება;
* ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
* თანხმობის გამოხმობის უფლება;
* გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით." |