საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში მძღოლის თანამდებობაზე.
პირობები:
* ანაზღაურება 1200-1500 ლარი
* სამუშაო განკვეთი - სრული
* მისამართი : ავჭალა
აუცილებელი მოთხოვნები:
* მართვის გამოცდილება (B კატეგორია)
* მანქანის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
პიროვნული თვისებები:
* პუნქტუალურობა
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* გუნდურობა
* ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი.
მოვალეობები:
* განახორციელოს, შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით.
* მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში.
* აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მხარე და გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ჯგუფს.
* გააკონტროლოს საწვავის წვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება.
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
* მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
* მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
* მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
* მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
* წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
* მონაცემთა გადატანის უფლება;
* ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
* თანხმობის გამოხმობის უფლება;
* გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით." |