შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ლოკაცია: ბათუმი, ფოთი, გურია;
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: საწყისი - 1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად);
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ფუნქცია-მოვალეობები:
* პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა;
* ახალი ობიექტების მოძიება, შეკვეთების აღება;
* პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
* გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
* საკუთარი ავტომანქანის ქონა;
* მართვის მოწმობა (B კატეგორია);
ჩვენ გთავაზობთ:
* კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
* კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "პრისეილერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 592 295 000; 555 283 183.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს! |