მზა პროდუქციის საწყობის მუშა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობის მუშის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

სამუშაო გრაფიკი:

* ყოველი მესამე დღე (ღამის ცვლა)
* ანაზღაურება: 1, 171.40 (ერთი ათას სამოცდათერთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, გადასახადებისა და დასაქმებულის წილის საპენსიო შენატანის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) + ბონუსები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* შემოსული პროდუქციის მითვლა/მიწონვა ცვლის უფროსთან ერთად;
* პროდუქციის სახეობების მიხედვით დახარისხება;
* პრისეილერის შეკვეთისა და ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გარე ქსელის ობიექტებისათვის პროდუქციის გამზადება და დისტრიბუტორისთვის მითვლა;
* მობრუნებული პროდუქციის მიღება/მითვლა ცვლის უფროსთან ერთად;
* პროდუქციის სახეობების მიხედვით დახარისხება;
* ჩამოსაწერი პროდუქციის გადაწყობა/დახარისხება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* საშუალო განათლება;
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* ფიზიკურად მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected]

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 04 ოქტომბერი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
ელვარე
2000₾-2500₾ თბილისი
დედლაინი: 15 საათში

წარმოების საწყობის ჯგუფის უფროსი
კორიდა
1850₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

შეკვეთების ოპერატორი
რედ განეში
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კუტერის ოსტატის თანაშემწე
ექსტრამითი
900₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

შიდა გადაზიდვის მძღოლი
მადარტ დელივერი
1000₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


კორიდა

ანაზღაურება


117,140₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო