საბეჭდი მანქანა-დანადგარის ოპერატორი

კომპანია დეიზი, რომელიც უკვე 21 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. დეიზის წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.

"დეიზის" საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება.

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას-ფართოფორმატიანი საბეჭდი მანქანა-დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხართ მოტივირებული და გსურთ დაეუფლოთ ახალ პროფესიას, საფუძვლიანად შეისწავლოთ დანადგართან მუშაობის სპეციფიკა, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული მარტივი ფორმა.

ჩვენ გასწავლით:

* ფართოფორმატიან საბეჭდი დანადგარის მუშაობის სპეციფიკას;
* კომპიუტერულ პროგრამა-COREL-ს
* ფართოფორმატიან საბეჭდ დანადგარზე პროდუქციის დაბეჭდვას;

სამუშაო პირობები:

* კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
* ანაზღაურება სწავლების პერიოდში 700 ლარი
* სწავლების შემდგომ ხელფასის მატება
* სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება სარეკლამო კომპანიაში დანადგართან მუშაობის, თუმცა არ არის სავალდებულო

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება-დანადგარის ოპერატორი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 3 ოქტომბერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს "დეიზი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
სერვის ლაბ
1500₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

გრაფიკული დიზაინერი
DDBO
600₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

გრაფიკული დიზაინერი
აპარტ დეველოპმენტი
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

სარეკლამო დანადგარების ოპერატორი
პატიო არტ
1200₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სარეკლამო კომპანია დეიზი

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო