ბათუმის ბაზის მძღოლ-ტექნიკოსი

"პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ბაზის მძღოლ-ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ქ. ბათუმი

სავალდებულო მოთხოვნები:

* საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
* საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
* სავალდებულოა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა C ან E
კატეგორია.

მოვალეობები:

* ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და საჰაერო ხომალდებისათვის საავიაციო საწვავის დროული და უსაფრთხო მიწოდება.
* მანქანის და ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება: მრიცხველები და მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. სგმ ბაკებში დიზელის მდგომარეობის შემოწმება. გამოვლენილი დაზიანებების აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში.
* საჭიროების შემთხვევაში ცვლის გადაბარება, მანქანების ტექ. მდგომარეობის გარკვევა, საწვავის კონტროლი მანქანებში, გამცემი მრიცხველების ამოწერა, მუშა რეზერვუარებისა და სამუშაო ნაშთების გარკვევა.
* საჭიროების შემთხვევაში ცვლის მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება. ცვლის დაწყებისას მოახდინოს რევიზია საცავების, მრიცხველების, ურდულების, ნასოსების და მილგაყვანილობის.
* საწვავის გასაცემი მოედნის წესრიგში მოყვანა და მანქანის სისუფთავის დაცვა ყოველდღე ცვლის დროს.
* რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება.
* უზრუნველყოს მანქანის გამზომი, ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია.
* დაიცვას შრომის დაცვის წესები, უსაფრთხოების ტექნიკა, საწარმოო სანიტარია და სახანძრო უსაფრთხოების წესები.
* მიიღოს მონაწილეობა ტექნიკურ სწავლებებში. მუდმივად აიმაღლოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, სრულყოს შრომის ტექნოლოგია.

ვაკანსიის ბოლო ვადა: 30.09.2024

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
Grand City
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

გაყიდვების მენეჯერი
Indigo Cars
1000₾ გორი
დედლაინი: 3 კვირაში

პრისეილერი
Leader System
2500₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

შესყიდვების სპეციალისტი
Tempo Holding
3500₾ ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო