სუპერმარკეტების ქსელი "ბელორუსული სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 09:30 - 17:00 საათი
ანაზღაურება: 1000 ლარიდან - 1400 ლარამდე
სამუშაო ადგილი: სადგურის მოედნის მიმდებარედ (თევდორე მღვდლის ქუჩა)
ძირითადი ფუნქციები:
* პროდუქციის მიღება / გაცემა;
* მაღაზიის შეკვეთების გამზადება სადისტრიბუციოდ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 533 33 13 88 |