ავტომობილის შემფასებელი

"ავტო დეტალ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შემფასებლის პოზიციაზე.

შპს "ავტო დეტალ სერვისი" 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების, ასევე საბაზრო და ნარჩენი ღირებულების დათვლა. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდაზე, გამოირჩევა ძლიერი გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა და პროფესიონალიზმი.

მოვალეობები:

* ადგილზე მოსული ავტოტრანსპორტის მიღება;
* ავტოტრანსპორტის დათვალიერება/დასურათება;
* დაზიანებული ავტომობილების საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების დახმარებით;
* მომხმარებლებთან ურთიერთობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
* უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
* მანქანის მართვის გამოცდილება
* MS Office პროგრამების ცოდნა
* ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული უნარები:

* ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
* დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
* კომუნიკაციის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.

"ავტო დეტალ სერვისი" გთავაზობთ კარგ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

მისამართი: დიღომი, კვირაცხოვლის ქ. N84 (საქალაქო სასამართლოსთან)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარიდან და მეტი - დამოკიდებულია აპლიკანტის ცოდნასა და გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected]. და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - " ავტომობილის შემფასებელი ".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
Let`s Go
30₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
Easy Car
5001200₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

პრისელერი
დემეს ჯორჯია
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

მძღოლი
ლაქი გრუპი
900₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ავტო დეტალ სერვისი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო