წარმოების მტვირთავი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების მტვირთავის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა
დასაქმების ტიპი: დროებითი (3-6 თვე)

რას გთავაზობთ?

* კონკურენტული ანაზღაურება - 1090 ლარი
* ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
* ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
* კვება

ძირითადი მოვალეობები:

* ცალკეული შეფუთული პროდუქციის, მათი სახეობის შესაბამისად ყუთებით პალეტზე დალაგება;
* პალეტის გადაადგილება შუალედურ საწყობში/თერმოკამერაში;
* სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა;
* დაფასოების უბანზე გენერალურ დალაგებებსა და სანიტარულ დღეებში მონაწილეობის მიღება;
* ცვლებში მუშაობა (დღის და ღამის)

კანდიდატის პროფილი:

* სასურველია მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

წარმოების მტვირთავი
Pepsico
1090₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

მტვირთავი
თბილღვინო
875₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

წარმოების ცვლის უფროსი
ლიტვური საცხობი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 16 საათში

კომპანია


Pepsico

ანაზღაურება


1,090₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო