იურიდიული სამსახურის მენეჯერი

"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.

სამუშაო პირობები:

* ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10;
* სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე;
* ანაზღაურება: 2000 ₾ (დარიცხული);

ფუნქცია-მოვალეობები:

* უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
* შესაბამისი დავალების საფუძველზე შიდა საუნივერსიტეტო აქტების პროექტების შემუშავება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა;
* საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ დასადები ხელშეკრულებების /შეთანხმებების /მემორანდუმების პროექტების მომზადება;
* მიმართვის ან ცალკეული დავალების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა დაინტერესებული პირებისათვის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
* კორესპონდენციის განხილვა და მომზადება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
* სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტაციის (სარჩელის, საჩივრის და შესაგებლის პროექტების, თანდართული დოკუმენტაციის) მომზადება;
* აცნობს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
* საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებულ კორესპონდენციაში დასმულ საკითხებზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა;
* სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.

მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
* სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
* ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
* ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
* საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
* საგანმანათლებლო კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* ორგანიზებულობა;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
* დროის ეფექტიანი მართვა;
* საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

* ტესტირება ინგლისურ ენაში;
* გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელფოსტაზე: [email protected] 30 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მაღაზიის მენეჯერი
ჯიბე cash & carry
1800₾-2400₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კომპანია


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო