მორიგე ელექტრიკოსი

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურში მორიგე ელექტრიკოსის
პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
სამუშაო საათები: ცვლაში მუშაობა 24 სთ, (4 დღეში ერთხელ)
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* მინდობილი ელექტრომოწყობილობის, ელექტრო ქსელებისა და მოწყობილობების უწყვეტი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
* მინდობილი აღჭურვილობის გეგმური და არაგეგმური რემონტისა და მოვლა-პატრონობის განხორციელება;
* აღჭურვილობის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, ახალი აღჭურვილობის მიღება, მონტაჟი;
* ელექტრული კონსტრუქციების აწყობა, დენის ხარვეზების აღმოფხვრა ელექტრომოწყობილობების მუშაობაში;
* ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება მინდობილ აღჭურვილობის, ქსელებისა და მოწყობილობების მდგომარეობაზე;
* აუცილებელი სარემონტო ან ტექნიკური სამუშაოების ნუსხის განსაზღვრა
* ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

* უმაღლესი /საშუალო განათლება;
* სამეურნეო/ლოჯისტიკის სამსახურში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
* დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2024 წლის 15 სექტემბერი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მორიგე ინჟინერი
სასტუმრო აფიშა
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

მორიგე ექთან-ფლებოტომისტი
ვისტამედი
100₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მორიგე ექთანი
გერმანული ჰოსპიტალი
125₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ფარმაცევტი
კავკასიის მედიცინის ცენტრი
900₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო