საწყობის თანამშრომელი

"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მეორადი ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!

მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ქ. თბილისში, ჭირნახული 74 (ლილოს დასახლება)

გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

* კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
* სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება
* პროდუქციის შეფასება/ფასის მინიჭება წინასწარ დადგენილი წესით
* საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა, სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა
* საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
* არსებული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი
* წუნდებული პროდუქციის მართვა
* მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
* ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
* რუსული ან ინგლისური ენის ფლობა
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

* ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
* დროის ეფექტური მართვა
* ანალიტიკური აზროვნება
* კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
* განვითარების და სწავლის სურვილი

ანაზღაურება ფიქსირებული: 900₾ + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

* სტაბილურ შემოსავალს
* გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
* სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
* შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და მიუთითოთ პოზიცია: "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის თანამშრომელი
C.M.L
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
კონტაქტჰოუმი
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
ივენთივ
1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
Kitchen and Living by Gastronome
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
Inex Group
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის თანამშრომელი
მზიური
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


MEGAHAND

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო